დასახლება ახალსოფელი; ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი
ვილა
- დრო : წელი
- დამკვეთი : ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი
- კატეგორია : ვილა
- მდებარეობა : ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
აღწერა
მუნიციპალიტეტი ხელვაჩაური, სოფელი ახალსოფელი, ორსართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტზე.
პროექტით გადაწყვეტილია არსებული მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: (22.28.03.419) ეწყობა ორი შენობა-ნაგებობა ა და ბ ბლოკებად. ა ბლოკი მოიცავს ორსართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტს, ხოლო ბ ბლოკი კი ცალკე მდგომ ავტოსადგომს. ა ბლოკის მიწისქვედა სართულზე, განთავსებულია: კიბის უჯრედი, მოსასვენებელი ოთახი, საუნა, სპორტული ოთახი, სამრეცხაო ოთახი, ტექნიკური ოთახი, დამხმარე ოთახი, საკუჭნაო ოთახი და სველი წერტილი. პირველ სართულზე განთავსებულია: მისაღები ოთახი, სამზარეულო ოთახი, სასადილო ოთახი, ორი საძინებელი ოთახი თავისი სველი წერტილითა და გარდერობით, საერთო სველი წერტილი, საშრობი ოთახი, კიბის უჯრედი და აივანი. მეორე სართულზე განთავსებულია: ანტრესოლი, კიბის უჯრედი, კაბინეტი ლოჯით, ოთხი საძინებელი ოთახი თავისი სველი წერტილით, გარდერობითა და აივნით. ბ ბლოკში ეწყობა ავტოსადგომი.
პროექტის ძირითადი სტრუქტურული სისტემის აღწერა:
ა და ბ ბლოკების ძირითადი სტრუქტურული სისტემა წარმოადგენს რკინაბეტონის კარკასულ სტრუქტურას, სართულშუა გადახურვა წარმოადგენს 20 სმ სისქის ბეტონის ფილას. ა ბლოკის სახურავზე ეწყობა მრავალქანობიანი გადახურვა, ხოლო ბ ბლოკის სახურავი კი ბრტყელი გადახურვისაა. ა ბლოკს გააჩნია ერთი კიბის უჯრედი. ა და ბ ბლოკების კედლები ძირითადად რკინა ბეტონისაა, ხოლო შემავსებლად გამოიყენება მაღალი ხარისხის სამშენებლო ბლოკები.
მთავარი არქიტექტორი: ზაური თოიძე
პროექტის ავტორი: ზაური თოიძე
არქიტექტორი: მერაბ გიგინეიშვილი
არქიტექტორი: დავით ართმელაძე