ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, დასახლება სარფი; ვილები

ვილა

პროექტის დეტალები

ფოტო გალერეა

ვიდეო გალერეა

აღწერა

განმარტებითი ბარათი


მიწის ნაკვეთის მდებარეობის აღწერა:

    საპროექტო ტერიტორია მდებარეობს, მუნიციპალიტეტი ხელვაჩაური,სოფელ სარფ-ში, ს/კ 22.30.02.679. ტერიტორიას სამხრეთით ესაზღვრება სამონასტრო კომპლექსი, ხოლო დანარჩენი მხრიდან ესაძღვრება სამეზობლო მიწის ნაკვეთები. სამშენებლო ტერიტორიის ფართობი წარმოადგენს 3065.00 კვ.მ-ს.


პროექტის შინაარსის აღწერა:

     პროექტით გათვალისწინებულია მიწის ნაკვეთზე მოეწყოს სხვადასხვა დონეები (ტერასები), ხოლო დონის ზემოთ 2 (ორი) სართულიანი თანამედროვე, 9 ერთეული დასასვენებელი სახლები. 

     მიწის ქვედა სართულზე განთავსებულია ავტოსადგომი, სველი წერტილი, საკუჭნაო ოთახები და საუნა.

     პირველი სართულზე განთავსებულია დერეფანი, კიბის უჯრედი, საძინებელი ოთახი, სველი წერტილები, სამზარეულო და მისაღები ოთახი.

     მეორე სართულზე განთავსებულია დერეფანი, კიბის უჯრედი, საძინებელი ოთახები თავისი სველი წერტილებით.

     ტერასის სართული წარმოადგენს ბრტყელ გადახურვას სადაც განთავსებულია კიბის უჯრედი და საზაფხულო ფართი.

     შენობის მაქსიმალური სიმაღლე +0.00 ნიშნულიდან შეადგენს +8.90 მ-დე.


პროექტის ძირითადი სტრუქტურული სისტემის აღწერა:

     შენობის ძირითადი სტრუქტურული სისტემა წარმოადგენს რკინაბეტონის კარკასულ სტრუქტურას, სართულშუა გადახურვა წარმოადგენს 20 სმ სისქის ბეტონის ფილას. სახურავი ბრტყელი გადახურვისაა, ხოლო შენობას გააჩნია ერთი კიბის უჯრედი, კედლები ძირითადათ რკინა ბეტონისაა, ხოლო შემავსებლად გამოიყენება მაღალი ხარისხის სამშენებლო ბლოკები.


მთავარი არქიტექტორი: ზაური თოიძე

პროექტის ავტორი: ზაური თოიძე

პროექტის გეგმა და ესკიზები