მწვანე კონცხის დასახლება-ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი

ვილა

პროექტის დეტალები

ფოტო გალერეა

ვიდეო გალერეა

აღწერა

განმარტებითი ბარათი


მიწის ნაკვეთის მდებარეობის აღწერა:

    საპროექტო ტერიტორია მდებარეობს, ქალაქი ბათუმი თბილისის ქუჩა #57, ქალაქი ბათუმი თბილისის ქუჩა #57ა-ში, ს/კ 05.34.25.941. ტერიტორიას სამხრეთით ესაზღვრება თბილისის ქუჩა, ხოლო დანარჩენი მხრიდან ესაძღვრება სამეზობლო მიწის ნაკვეთები. სამშენებლო ტერიტორიის ფართობია წარმოადგენს 730 კვ.მ-ს. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს საკურორტო-სარეკრეაციო ზონაში.

პროექტის შინაარსის აღწერა:

     პროექტით გათვალისწინებულია მიწის დონის ზემოთ 2 (ორი) სართულიანი თანამედროვე დასასვენებელი სახლი. 

     მიწის ქვედა სართულზე განთავსებულია ავტოსადგომი, სველი წერტილი, საკუჭნაო ოთახები და მისაღები ოთახი.

     პირველი სართულზე განთავსებულია დერეფანი, კიბის უჯრედი, საძინებელი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო და მისაღები ოთახი.

     მეორე სართულზე განთავსებულია დერეფანი, კიბის უჯრედი, საძინებელი ოთახები თავისი სველი წერტილებით.

     ტერასის სართული წარმოადგენს ბრტყელ გადახურვას სადაც განთავსებულია კიბის უჯრედი და საზაფხულო ფართი.

    


პროექტის ძირითადი სტრუქტურული სისტემის აღწერა:

     შენობის ძირითადი სტრუქტურული სისტემა წარმოადგენს რკინაბეტონის კარკასულ სტრუქტურას, სართულშუა გადახურვა წარმოადგენს 20 სმ სისქის ბეტონის ფილას. შახურავი ბრტყელი გადახურვისაა, ხოლო შენობას გააჩნია ერთი კიბის უჯრედი, კედლების შემავსებლად გამოიყენება მაღალი ხარისხის სამშენებლო ბლოკები.



მთავარი არქიტექტორი: ზაური თოიძე

პროექტის ავტორი: ზაური თოიძე

პროექტის გეგმა და ესკიზები