ბათუმი, მატათა მოციქულის ქუჩა, # 23ბ; ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი
ვილა
- დრო : წელი
- დამკვეთი : ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი
- კატეგორია : ვილა
- მდებარეობა : ბათუმი, მატათა მოციქულის ქუჩა, # 23ბ
აღწერა
განმარტებითი ბარათი
მიწის ნაკვეთის მდებარეობის აღწერა:
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს, ქალაქი ბათუმი ქუჩა მატატა მოციქული #23ა-ში, ს/კ 05.36.23.964. ტერიტორიას დასავლეთიდან ესაზღვრება მატატა მოციქულის ქუჩა, ხოლო დანარჩენი მხრიდან ესაძღვრება სამეზობლო მიწის ნაკვეთები. სამშენებლო ტერიტორიის ფართობია წარმოადგენს 1390.7 კვ.მ-ს. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაში.
პროექტის შინაარსის აღწერა:
პროექტით გათვალისწინებულია მიწის დონის ზემოთ 2 (ორი) სართულიანი თანამედროვე დასასვენებელი სახლი.
მიწის ქვედა სართულზე განთავსებულია ავტოსადგომი 4 ავტომობილზე, სველი წერტილი, საკუჭნაო ოთახი, სპორტული ოთახი და ტექნიკური თახი.
პირველი სართულზე განთავსებულია დერეფანი, კიბის უჯრედი, სველი წერტილი, სამზარეულო, სასადილო ოთახი და მისაღები ოთახი.
მეორე სართულზე განთავსებულია დერეფანი, კიბის უჯრედი, საძინებელი ოთახები თავისი სველი წერტილებით.
ტერასის სართული წარმოადგენს ბრტყელ გადახურვას სადაც განთავსებულია კიბის უჯრედი და საზაფხულო ფართი.
შენობის მაქსიმალური სიმაღლე +0.00 ნიშნულიდან შეადგენს 8.95 მ-დე.
პროექტის ძირითადი სტრუქტურული სისტემის აღწერა:
შენობის ძირითადი სტრუქტურული სისტემა წარმოადგენს რკინაბეტონის კარკასულ სტრუქტურას, სართულშუა გადახურვა წარმოადგენს 20 სმ სისქის ბეტონის ფილას. სახურავი ბრტყელი გადახურვისაა, ხოლო შენობას გააჩნია ერთი კიბის უჯრედი. კედლების შემავსებლად გამოიყენება მაღალი ხარისხის სამშენებლო ბლოკები.
მთავარი არქიტექტორი: ზაური თოიძე
პროექტის ავტორი: ზაური თოიძე