სასტუმრო კომპლექსი ,, გეუზი“
მრავალფუნქციური
- დრო : წელი
- დამკვეთი : სასტუმრო კომპლექსი ,, გეუზი“
- კატეგორია : მრავალფუნქციური
- მდებარეობა : დავით აღმაშენებლის ქუჩა , № 379 მიმდებარედ
აღწერა
სასტუმრო კომპლექსი
,, GEUZ“
მრავალფუნქციური
შენობა-ნაგებობა (სასტუმრო კომპლექსი) შედგება მიწისქვეშა 2 სართულისგან (ავტოსადგომი) და მიწისზედა ორი მაღლივი შენობისგან, რომლებიც
გაერთიანებულია სტილობატით. ტერიტორია ხასიათდება სწორი რელიეფით. აღმოსავლეთით ნაკვეთს
ემიჯნება დავით აღმაშენებლის ქუჩა, მიწის ნაკვეთი განლაგებულია ზღვიდან პირველ ზოლში.
მრავალფუნქციურ შენობა-ნაგებობაში
განთავსდება მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები, კომერციული ფართი(ები) (რომელიც
მოიცავს გასართობ, სპორტულ-განმაჯანსაღებელ,
სავაჭრო და კვების ობიექტებს) სკვერი და საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო.
შენობის საერთო სიმაღლე
არქიტექტურული ელემენტის ჩათვლით, საპროექტო 0.00 ნიშნულიდან შეადგენს 153.26 მეტრს.
სართულიანობა 47 სართული. შედგება 1300 სასტუმრო ნომრისაგან .