მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი

მრავალფუნქციური

პროექტის დეტალები

ფოტო გალერეა

ვიდეო გალერეა

აღწერა

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქი თბილისი, თორნიკე ერისთავის ქუჩა, #3ბ-ში. მიწის ნაკვეთის ფართობი წარმოადგენს 867 კვ.მ-ს (ს/კ 01.12.08.037.096). რაზეც გადაწყვეტილია 9 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მოწყობა. ასევე უკანა ეზოში მოეწყობა გამწვანება და სხვადასხვა ხე-ნარგავები.

მიწის ნაკვენზე განთავსდება 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლი მიწისქვეშა 2 დონიანი პარკინგით. პარკინგზე განთავსდება 25 საავტომობილო სადგომი, აქედან 2 სადგომი გათვლილია შშმ პირთათვის, ასევე თითოეულ დონეზე განთავსებული იქნება დამხმარე სათავსო ოთახი, რაშიც მოეწყობა სახანძრო ავზები და დანადგარები. I-II სართულზე განთავსდება კომერციული ფართები, თავისი სველი წერტილებით. დანარჩენ 7 სართულზე განთავსდება საცხოვრებელი ბინები, ხოლო საცხოვრებელი სათულების თავზე განთავსებულია ტერასა ნიშნულით 31,76-ზე. საცხოვრებელ სართულზე განთავსებულია 6 ბინა, თავისი აივნებით, რაც ჯამში შეადგენს 42 საცხოვრებელ ბინას. შენობაში განთავსებულია 2 კიბის უჯრედი და ლიფტი. შენობის მაქსიმალური სიმაღლე არის 0.00 ნიშნულიდან 35.23 მ. ხოლო ჩაღრმავება 0.00 ნიშნულიდან 6.21 მ. შენობის გაბარიტული ზომებია 24,83 X 19,45-ზე.

პროექტის გეგმა და ესკიზები