Makhindzhuri settlement. multifunctional complex

Multifunctional

Project Details
  • Date : Year
  • Client : Makhindzhuri settlement. multifunctional complex
  • Category : Multifunctional
  • Location : Makhindzhuri settlement

Photo gallery

Video Gallery

Description

წარმოგიდგენთ მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტს, რომელიც განთავსებულია მახინჯაურის დასახლებაში, უნიკალურ ბუნებრივ გარემოში, სადაც ჰარმონიულად ერთიანდება ზღვისა და მთის ხედები. ტერიტორია წარმოადგენს რელიეფურ მიწის ნაკვეთს, რაც პროექტს ანიჭებს განსაკუთრებულ არქიტექტურულ იერსახეს და უზრუნველყოფს პანორამული ხედების მაქსიმალურ გამოყენებას. პროექტი სრულად არის მორგებული არსებულ რელიეფს, რაც განაპირობებს მის ორგანულ ინტეგრაციას გარემოსთან.
კომპლექსი შედგება ხუთი ბლოკისგან, მათ შორის ძირითადი შენობა განლაგებულია დაახლოებით ცენტრში. აღნიშნული შენობა გამოირჩევა იმით, რომ პრაქტიკულად ყველა ფანჯრიდან და აივნიდან იშლება ზღვისა და ბათუმის უნიკალური, შთამბეჭდავი ხედები, რაც უზრუნველყოფს განსაკუთრებულ საცხოვრებელ და ვიზუალურ კომფორტს.
პროექტში ასევე გათვალისწინებულია დამატებით ორი საცხოვრებელი ბლოკი, რომლებიც ასევე გამოირჩევა პანორამული ხედებით . კომპლექსის ინფრასტრუქტურაში შედის ცალკე მდგომი რესტორანი, რომელიც გათვლილია დაახლოებით 200 პერსონაზე და საიდანაც ასევე იშლება ფართო ხედები ზღვისა და ქალაქის მიმართულებით.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცალკე მდგომ სამედიცინო დანიშნულების შენობას — თირკმლის დიალიზის გამაჯანსაღებელ ცენტრს, რომელიც პაციენტებს მოემსახურება ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ და ბუნებრივ გარემოში, რაც დამატებით დადებით გავლენას მოახდენს მათი რეაბილიტაციის პროცესზე.
კომპლექსი განთავსებულია გამწვანებულ ტერიტორიაზე, სადაც ბუნებრივი ლანდშაფტი და არქიტექტურა ერთმანეთთან ჰარმონიულ თანხვედრაშია. სივრცეში გაერთიანებულია მთისა და ზღვის უნიკალური ხედი, რაც პროექტს განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს.
დასვენებისთვის გათვალისწინებულია ღია აუზის ზონა, რომელიც მოიცავს დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრის ფართობის აუზს მოზრდილებისთვის და 60 კვადრატულ მეტრ საბავშვო აუზს. ასევე წარმოდგენილია ღია ტიპის ბარები, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ და მრავალფეროვან დასვენების შესაძლებლობას.

Plan and sketches of the project